LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას ამტკიცებს

41

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდება.

პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ეს პროგრამა 4-პუნქტიანი რეფორმების შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

მთავრობის სხდომაზე პროგრამა დასამტკიცებლად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს გამოაქვს, თუმცა იგი სახელმწიფო უწყებების მრავალმხრივ ჩართულობას მოიცავს.

„პროგრამას რამდენიმე საკვანძო საკითხი ახასიათებს: პირველი ის, რომ ეს არ არის უბრალო შუამავლობა დამსაქმებელს და სამუშაოს მაძიებელს შორის, არამედ ეს არის კერძო, სახელმწიფო თანაშრომლობაზე, პარტნიორობაზე დაფუძნებული მოდელი, რომელიც  მნიშვნელოვან ფაქტორებს მოიცავს. ერთ-ერთი მათგანი არის, რომ პოტენციური დამსაქმებელი აქტიურ მონაწილეობას ღებულობს კადრების გადამზადებაში, მათი სასწავლო ცენტრების საშუალებით, თუმცა სახელმწიფო ჩართულია ამაში. მათ საშუალება ექნებათ, სტაჟირებაზე მისცენ გადამზადების შემდეგ დასაქმების საშუალება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე შეფასებით, ეს იქნება ძალიან მაღალი წარმატების პროექტი, რომელსაც რეალური შესაძლებლობები ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g