LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდაზე, მეწყერსაშიშ ზონაში, მთის ფერდობებს ახალი მშენებლობის გამო ჭრიან (ფოტოები)

109

დათო მესხიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ორ ფოტოს, სადაც ჩანს, რომ მთაწმინდაზე, კორპუსების მშენებლობებისთვის, მთის ფერდობების მოჭრაა დაწყებული. ის მერიას მოუწოდებს, შეწყვიტონ ეს ვანდალიზმი, რომელსაც შესაძლოა, ცუდი შედეგი მოჰყვეს.

„მთაწმინდის ქედზე, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობების მიზნით, დაწყებულია მთის ფერდობების მოჭრა. ფოტო გადაღებულია საკმაოდ მოშორებული მანძილიდან, ამიტომ შეიძლება იფიქროთ, რომ პატარა ფართობზეა ეს გეგმა, თუმცა ახლოდან კიდევ უფრო საგანგაშოა ვითარება. ის რომ აქ მეწყერსაშიში ზონებია, ბუნებას არაერთხელ დაუდასტურებია. (ჭონქაძის ქუჩის ტრაგედია, როდესაც მეწყერმა ბენზინგასამართი სადგური თანამშრომლებიანად გაანადგურა). ეს მთა ესაზღვრება კუს ტბას, მისი ქვედა გაგრძელება კი ნინო ჟვანიას ქუჩაა (კეკელიძის ბოლო). მივმართავ თბილისის მერიას: შეწყვიტეთ ეს ვანდალიზმი!“, აღნიშნავს დათო მესხიშვილი.

https://www.facebook.com/davit.meskhishvili/posts/1548213901903767

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები