LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკში „გიგანტურ ბორბალს” დაშლიან და შეამოწმებენ

340

1 ნოემბრიდან, მთაწმინდის პარკში ატრაქციონ „გიგანტური ბორბლის“ გეგმიური პროფილაქტიკური შემოწმება იწყება. მწარმოებელთან შეთანხმებითა და მისი რეკომენდაციით, მოხდება ატრაქციონის დემონტაჟი, რომლის  მიზანია მისი ძირითადი კვანძების საწარმოო პირობებში შემოწმება. აგრეთვე, ადგილზე კონსტრუქციის ყველა ნაწილის ტექნიკური დათვალიერება.

როგორც ”ფორტუნას” მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამავდროულად, იგეგმება  „გიგანტური ბორბლის“ შეღებვა,  როგორც მთლიანი კონსტრუქციის , ასევე დაშლილ მდგომარეობაში მისი მიუდგომელი ნაწილების. სამუშაოებს ახორციელებს კომპანია „კანო“ , მწარმოებლის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ.

ამასთანავე,  ატრაქციონზე დამონტაჟდება ახალი თაობის განათების სისტემა. გიგანტური ბორბალი განახლებული ფერებითა და განათებით ფუნქციონირებას დაიწყებს 2018 წლის  ახალი სეზონიდან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები