LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მყუდრო“ ფილმები სუსხიანი ზამთრის დასავიწყებლად

599

აცივებასთან ერთად, განწყობაც იცვლება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ პეიზაჟი ფანჯრიდან ნებისმიერს, მათ შორის ყველაზე დიდ ოპტიმისტსაც უფუჭებს განწყობას. მოწყენილობის დამარცხების საუკეთესო საშუალება ცხელი ჩაი, გემრიელი ორცხობილა და სეზონისთვის შესაბამისი „მყუდრო“ ფილმებია.

 

„შვებულება გაცვლით“ – მელოდრამა სახალისო სიუჟეტითა და ბრწყინვალე მსახიობთა (ჯუდ ლო,  კამერონ დიასი, კეიტ უინსლეტი, ჯეკ ბლეკი) დასით გულსაც აგიჩუყებთ, განწყობასაც გაგიუმჯობესებთ და დაკარგულ იმედსაც დაგიბრუნებთ.

 „ჯული და ჯულია: ვამზადებთ ბედნიერებას რეცეპტით“ – ძალიან თბილი და „გემრიელი“ დრამა ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ლეგენდარული მზარეულის ჯულია ჩაილდის ისტორიით შთაგონებული თავს ანებებს მოსაწყენ სამუშაოს და მთელ თავის დროს კულინარიას უთმობს.

„უბრალოდ ერთად“ – ანა გავალდის რომანებიდან ერთ-ერთი საუკეთესოს ეკრანიზაცია ოდრი ტოტუსა და გიომ კანეს მონაწილეობით, სამ ახალგაზრდაზეა, რომლებიც შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა სწორედ შემთხვევითობა ცვლის მთელ მათ ცხოვრებას.

 „შოკოლადი“ – ახალგაზრდა ჯონი დეპი და მომხიბვლელი ჯულიეტ ბინოშიც საკმარისია, რათა ნახოთ საოცრად ლამაზი ფილმი, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ გამბედაობას და საკუთარი თავის რწენას ნებისმიერი ცხოვრებისეული სირთულის დაძლევა შეუძლია.

 „მარტივი სირთულეები“ – რომანტიკული კომედია ალეკ ბოლდუნისა და მერილ სტრიპის მონაწილეობით ასაკოვანი ადამიანების სახალისო ისტორია, რომლებიც 50 წელს მიღწეულები თავიდან იწყებენ ცხოვრებას და ავანტურულ თავგადასავლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები