LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნადეჟდა სავჩენკო დღეს საავადმყოფოში გადაჰყავთ

67

უკრაინელ დეპუტატს, ნადეჟდა სავჩენკოს, რომელიც კიევში ტერაქტების მომზადებაშია ეჭვმიტანილი, დღეს საავადმყოფოში გადაიყვანენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ნადეჟდა სავჩენკოს დამ ვერა სავჩენკომ განუცხადა.

„მინდოდა, დღეს ან ხვალ შევხვედროდი, მაგრამ გამომძიებელმა მითხრა, რომ ხვალ მას საავადმყოფოში გადაიყვანენ და რომ ეს ჩემი დის სურვილი იყო. არ მესმის, რა ხდება, ჩემი და ასე არ მოიქცეოდა,“ – განაცხადა გუშინ ვერა სავჩენკომ.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სავჩენკო უკრაინის პარლამენტში და კიევის სამთავრობო უბანში ტერაქტებს გეგმავდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სავჩენკოს 5 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე ემუქრება. 23 მარტს კიევის საქალაქო სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. იმავე დღეს სავჩენკომ შიმშილობა დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები