LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნადეჟდა სავჩენკო „მიროტვორეცის“ სიაში შეიყვანეს

84

ნადეჟდა სავჩენკო „მიროტვორეცის“ სიაში შეიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას სავჩენკოს ტერორისტული აქტის მომზადებაში დასდო ბრალი. ლუცენკოს თქმით, გამოძიებას აქვს „დამადასტურებელი ფაქტები“ იმისა, რომ სავჩენკო პირადად გეგმავდა ტერაქტს და ამის სპეციალისტებთან ჰქონდა კონტაქტი.  ლუცენკომ განაცხადა, რომ ტერორისტები ცეცხლსასროლი იარაღით რადას გუმბათის ჩამონგრევას აპირებდნენ.

ბაზაში სავჩენკოს უწოდებენ „სამშობლოს მოღალატეს და ტერორისტების ხელშემწყობს, რომელიც მოქმედებდა აგრესორი ქვეყნის ხელშეწყობით.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები