LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაძალადევში საცხოვრებელი კორპუსის სვეტის ნაწილი დაზიანდა

46

ნაძალადევში, ზესტაფონის ქუჩაზე მდებარე კორპუსში სვეტის ნაწილი დაზიანდა და მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. გამგეობის წარმომადგენლის თქმით,  სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაცია, რომ ზესტაფონის ქ. #19ა-ში ლიფტი ჩამოინგრა, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ინტერპრესნიუსის” ცნობით, ერთ-ერთი მოსახლის, მაია ჯაფარიძის თქმით, სწორედ მის სახლში იყო კედელზე ბზარი, რის შემდეგაც შესაბამის სამსახურებს მიმართა. მისივე განცხადებით, შესაბამისმა სამსახურებმა დროული რეაგირება მოახდინეს, დაიწყეს კორპუსში სამუშაოები და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ სამუშაოების გამო რამდენიმე დღით ევაკუაცია მომხდარიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები