LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: „დავუბრუნდეთ მძიმე პრობლემას და ვიფიქროთ, როგორ გადავარჩინოთ ჰაერი და ჩვენი ქალაქი…“

224

ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, რომლებიც თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას ეხება. ნანკა აქტიურად ეწევა პროპაგანდას სუფთა ჰაერის კამპანიისთვის. ეს პრობლემა უამრავ ადამიანს აწუხებს დღეს და ყოველდღიურად უფრო თვალსაჩინო ხდება, განსაკუთრებით, ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა და სუნთქვა შეუძლებელია.

მსახიობი ისევ ამ თემაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს:

„მე მგონი, უკვე დროა, დავუბრუნდეთ ჩვენს ერთ ძალიან მძიმე პრობლემას და გავაგრძელოთ ფიქრი, რით ვუშველოთ ჰაერს და როგორ გადავარჩინოთ ქალაქი. ყველა პრობლემის მიუხედავად, ახლა ამაზე მეტად ნამდვილად არაფერი მაწუხებს და იმედია, მარტო არ ვარ“.

მის ამ პოსტს კომენტარები მოჰყვა, სადაც სხვადასხვა იდეა გაჟღერდა:

„ძალიან მაწუხებს ეს თემა, ნანკა. 2 თვეა, რაც საქართველოში ჩამოვედი. კატასტროფულ მდგომარეობას ვხედავ თბილისში, საშინელება ხდება. მეც სულ ვფიქრობ, როგორ და რა გზით შეიძლება ვუშველოთ ამ ყველაფერს. მე შენ გვერდით ვარ, იქნებ, რამე მოვიფიქროთ.

პ.ს. მე, პირადად, მანქანა არ მყავს და ველოსიპედით გადავაადგილდები ქალაქში. ვზრუნავ ჩემი მხრიდან ჩემს ქალაქზე, კარგი იქნება, ბევრნი თუ ვიქნებით“.

„ყველა სახლის ჭერზე რო გამწვანებები იყოს, მომწონს ეგ იდეა ძალიან – ლამაზიც იქნება ცოტა სხვადასხვა აწმომრავლებული ხედებიდან და რაც მთავარია, სასარგებლო…“

„პირველ რიგში, უნდა აკრძალოს გაუმართავი მანქანების შემოსვლა…“

„უკვე გადახვეწაზე ვფიქრობ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები