LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი პრეზიდენტს როსტოს შეწყალების თხოვნით მიმართავს

101

ნანუკა ჟორჟოლიანს ძალიან ენატრება თავისი მეგობარი, ლევან როსტოშვილი, როსტო, რომელიც რამდენიმე წელია, პატიმრობაშია. ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ დაწერა, შემდეგ კი გამოაქვეყნა წერილი, რომლიტაც გიორგი მარგველაშვილს მიმართავს, რათა მან როსტო შეიწყალოს.

„ბატონო პრეზიდენტო, შეიწყალეთ ლევან როსტოშვილი. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ჩემი მეგობარია, ბრალი აღიარა, სასჯელის ნახევარი მოიხადა, მისი პირველი პატიმრობაა. კომისიის ყველა წევრმა ორჯერ მოაწერა ხელი მის შეწყალებას. ციხე რეკომენდაციას გაძლევთ, მასზე, როგორც კარგი ყოფაქცევის პატიმარზე. იქნებ, მისცეთ შანსი ცხოვრება თავიდან დაიწყოს. ვინც ფიქრობთ, რომ როსტო იმსახურებს თავისუფლებას კომენტარში უბრალოდ +დაწერეთ , ან პოსტის მოწონებით დაადასტურეთ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g