LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თავისუფალი ვარ და ყველას ვეპრანჭები”

40

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო. მან მოწევასაც თავი დაანება, გარდერობიც განაახლა და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. როგორ დაიკლო წონაში ამის შესახებ, ნანუკა “მიუზიკ ბოქსს“ ესაუბრა.

– როდესაც მოწევას თავი დავანებე, ცხრა კილო მოვიმატე, რომელიც უკვე დავიკელი „ჰერბალაიფის” დიეტაზე ვარ. დავდივარ კლუბში ყოველ დილით, სადაც შევიძინე ახალი მეგობრები და ახლა ჩემს თანამშრომელს და მეგობარს ვუზიარებ ამ გამოცდილებას,  ეს ყველაფერი ცხოვრების წესად გავიხადე. ყოველ დილით ვსვამ ამ კოქტეილს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ჭამას კარგად გირეგულირებს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ადრეც ვიყავი ამ პროგრამაში, მაგრამ ეხლა ძალიან კარგი კონსულტანტები შემხვდნენ და შესაბამისად, შედეგიც ძალიან მალე მივიღე. კიდევ უნდა დავიკლო 15 კილო.

– თქვენი გარდერობი ხომ არ შეიცვალა?

– კი შეიცვალა, უფრო სპორტული გახდა, რადგან წონაში კლება ხომ მეტად ნაზს გხდის? ამიტომ უფრო გადავერთე კედზე და ფერად სამოსზე. როცა ზედმეტი წონა გაქვს, ყვავილები ნაკლებად უხდება ზედმეტ კილოგრამებს, ამიტომ ჩემს ჭრელა ჭრულა სამოსს დავუბრუნდი.  ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები