LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანმა დაბადების დღე განსაკუთრებულად აღნიშნა

127

ნანუკა ჟორჟოლიანმა 37-ე დაბადების დღე ახლობელი ადამიანების გარემოცვაში აღნიშნა.

 „მერე რა, რომ 35 წლის შემდეგ ყოველი ახალი წელი ახალ ნაოჭს ნიშნავს. მიყვარს ჩემი დაბადების დღე. ჩემი ბობოქარი და საინტერესო ცხოვრება. მიყვარს ყველა ისტორია, რომელიც მაქვს, თავისი შეცდომებით და წარმატებებით. ადამიანებით, რომლებიც იყვნენ და არიან. ყველაფრიანად მიყვარს ეს 37 წელი, იმიტომ რომ ჩემია და მადლობელი ვარ ყველაფრის, რაც მქონდა და მაქვს. 37 წლის გავხდი დღეს და ერთით მეტი ნაოჭის დედაც, ჯეკ“ – დაწერა ტელეწამყვანმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე.

 ნანუკას ფერადი დაბადების დღე მისმა შვილებმაც დაამშვენეს, რითაც ტელესახე განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩა. „მარიამ, შენ ხარ ყველაზე მაგარი ჩემს ცხოვრებაში, შენ და საბა“ – წააწერა ნანუკამ ერთ-ერთ ფოტოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები