LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NASA-ს წარმომადგენლები სტარტაპერებს შეხვდნენ

88

ჩაკრულოს კვირეულის“ ფარგლებში, NASA-დან მოწვეული სპეციალური სტუმრები,  რობ მენინგიმარსის პროგრამის ამჟამინდელი მთავარი ინჟინერი  და ლეგენდარული  მისიის, Voyager-ის  ერთ-ერთი შემქმნელი, ჯონ კასანი ტექნოპარკში სტარტაპერებს შეხვდნენ.

NASA-დან მოწვეულმა სტუმრებმა სტარტაპერებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრას თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერის“ მონაწილეებიც  დაესწრნენ. 

NASA-ს წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი ისტორიული კოსმოსური მისიის 40 წლის იუბილეს ემთხვევა.  1977 წელს, ცნობილი ამერიკელი მეცნიერის კარლ სეიგანის ინიციატივით, NASA-მ ხომალდVoyager-ით კოსმოსში გაგზავნა ე.წ. „ოქროს ჩანაწერი“, რომელზეც 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო“.

25-28 სექტემბერს, საქართველოში „ჩაკრულოს კვირეული“ იმართება. კვირეულის ფარგლებში, NASA-ს წარმომადგენლების სტარტაპერებთან შეხვედრის გარდა, არაერთი საინტერესო ღონისძიებაა  დაგეგმილი,  მათ შორის Voyager-ის შესახებ „ემი“-ზე ნომინირებული რეჟისორის,  ემერ რეინოლდსის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. დასკვნითი ღონისძიება 28 სექტემბერსაა დაგეგმილი, სადაც ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში  რობმენინგი პრეზენტაციას გამართავს მარსზე განხორციელებული კვლევების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები