LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე ავთანდილის შესახებ: „ერთხელ მითხრა, მე შეგიკერავ კაბას, რომლითაც მიგახვედრებ შენს სტილსო“

287

ნათია ფანჯიკიძე ავთანდილის მიერ შეკერილ კაბაში იწონებს თავს. ფოტო, სადაც შავ კაბაშია გამოწყობილი, რომელიც ქართველმა დიზაინერმა შეუკერა, ნათიამ სოცქსელში ლეიდი გაგას ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა, სადაც პოპვარსკვლავი ასევე ავთანდილის მიერ შექმნილ კაბაშია გამოწყობილი.

ნათია წერს:

„2017 წლის დამაგვირგვინებელი იყო სპორტსმენების უდიდესი წარმატება და მათი ცხრა აქლემი ოქრო-ვერცხლი, ნათია თოდუას გამარჯვება და… კიდევ ერთი უმაგრესი ამბავი – ავთანდილ ცქვიტინიძის კაბაში გამოეწყო ლედი გაგა, ქალი შოუ, ქალი ვოკალი, ქალი ექსტრავაგანტურობა, ქალი კარატე. ძალიან გამიხარდა ავთანდილის წარმატება, ან კი როგორ არ უნდა გიყვარდეს ადამიანი, რომელმაც ნაბიჯ-ნაბიჯ, საკუთარი შრომით და ნიჭით ჯერ კიდევ უშუქო და უგაზო საქართველოში დაიწყო და შექმნა საკუთარი სახელი. ერთხელ მითხრა, მე შეგიკერავ კაბას, რომლითაც მიგახვედრებ შენს სტილსო. ჰოდა, აი, ეს მონიკა ბელუჩის შესაფერი კაბა მაჩუქა, რომელსაც რომ ვხედავ, სულ მინდა, მუნდშტუკი მქონდეს ხელში, თუმცა, ფლომასტერიც მშვენივრად მიჭირავს. ის ასეთი კეთილი თვალით უმზერს ქალებს, მე კი ამ კაბაზე ვგიჟდები, როგორც საუკეთესო კომპლიმენტზე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები