LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე – ნარკოტიკით გარდაცვლილებს წესს არ აუგებენო… თვითმკვლელობად განიხილავენ?

180

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, რომელიც ნარკოტიკით გარდაცვლილი ადამიანებისთვის წესის აგების საკითხს ეხება, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილ ადამიანებს შესაძლოა, წესი არ აუგონ.ნათია ფანჯიკიძე აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

 

ნარკოტიკით გარდაცვლილებს წესს არ აუგებენო… თვითმკვლელობად განიხილავენ? თუ ნარკოდამოკიდებულია, მაგრამ სიბერემდე იცოცხლა, მაშინ აუგებენ? დაღუპულ ალპინისტებს უგებენ წესს? ისინიც ხომ სიკვდილს ეთამაშებიან, თანაც ასე უტიფრად და თამამად? საერთოდაც, თვითმკვლელებს რატომ არ უგებენ წესს? მორწმუნე ოჯახებისთვის ეს ძალიან დიდი ტრავმაა. ბერად რომ აღიკვეცებიან, სიმბოლურად ხომ კვდებიან საერო ცხოვრებისთვის, ანუ ზურგს აქცევენ “ჩვეულებრივ სიცოცხლეს”. სავლე რომ პავლედ იქცა, მან ხომ ძველი, ცოდვილი თავი “მოკლა” და ახალი “მე” შეიძინა. ყველაფერში, ყველგან, ყველა ნაბიჯზე შეგვიძლია ვიპოვოთ ნაწილობრივ განხორციელებული თვითმკვლელობა, სიმბოლური თუ სრული. მკვლელებს უგებენ წესს? გაუფრთხილებლობით მკვლელობასა და გაუფრთხილებლობით თვითმკვლელობას შორის რომელია ნაკლები ცოდვა? საერთოდ რატომ უგებენ ვინმეს წესს? რატომ გვეკრძალება სიკვდილი, თუკი ჩვენი სიცოცხლე ცოდვაა? სამოთხის კარის საკონსულოში გაყალბებული დოკუმენტაციით ჩადგება ხალხი რიგში, ისედაც ხშირად იმალებოდა გარდაცვალების მიზეზი და კიდევ ერთი “ცოდვა” გაჩნდება ამგვარად. რა აზრის არის ეკლესია ფსიქიკურ აშლილობებზე დღეს? ძალიან მაინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. საინტერესო პოზიციის გაფორმებაცაა ერთგვარად – სიკვდილი სირცხვილია. ზოგიერთი სიკვდილი განსაკუთრებით. ბოდიში, რომ მოვკვდი, ძალიან მერიდება – საფლავის ქვებს წარწერა დაამშვებებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები