LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ლოლაძე წითელი ჯვრის მმართველი საბჭოს წევრი გახდა

1099

ქართველი ქალბატონი, ნათია ლოლაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრი გახდა. როგორც თავად აღნიშნავს, მმართველ საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი პირველად მოხვდა.

„ვულოცავ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და მთელს საქართველოს ამ დიდ წარმატებას!!! მე დღეს გავხდი მსოფლიოში უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრი. მმართველი საბჭოს არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ და მის შემადგენლობაში პრეზიდენტი, 5 ვიცეპრეზიდენტი და 20 ქვეყნის წარმომადგენელი შედის. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მისი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა ამ საბჭოს წევრი, რაც დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს, წითელი ჯვრის საზოგადოების ყველა თანამშრომელსა თუ მოხალისეს თანადგომისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები