LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ს გენერალური მდივნის ანგარიშში საქართველო ალიანსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად არის მოხსენიებული

19

ნატო-ს გენერალური მდივნის 2016 წლის ანგარიშში, სადაც მიმოხილულია მსოფლიოში არსებული გეო-პოლიტიკური ვითარება, ალიანსის წინაშე მდგარი გამოწვევები და ალიანსის მხრიდან ამ გამოწვევების საპასუხოდ გადადგმული ზომები, საქართველო მრავალი კონტექსტით არის ნახსენები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო არის ალიანსის ასპირანტი ქვეყანა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.

აღსანიშნავია, რომ ნატოს გენერალური მდივანი საქართველოზე საუბრობს ალიანსის ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. როგორც იანს სტოლტენბერგის ანგარიშშია აღნიშნული „ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არის ალიანსის ფუძემდებლური პრინციპი და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ პოლიტიკას.

“2016 წელს ალიანსში მოწვეულ იქნა მონტენეგრო. მისი მიწვევა არის ნათელი დადასტურება, რომ ნატო-ს კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის ვისაც სურთ გაწევრიანება და აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს. ამ თვალსაზრისით, ალიანსი აგრძელებს მუშაობას ასპირანტ სახელმწიფოებთან ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მაკედონია. ნატო-ს აქვს თანამშრომლობის ძლიერი პროგრამა თითოეულ ამ ქვეყანასთან, რათა დაეხმაროს მათ რეფორმების განხორციელებასა და ალიანსის წევრობისთვის მომზადებაში“ -ნათქვამია გენერალური მდივნის ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები