LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკუჩავა: „ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საელჩოებისთვის წერილს ვამზადებთ, რადგან ირაკლი ბერაია ნატო-ში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარეა.. გარწმუნებთ, მას დიდი დისკომფორტი შეექმნება“

168
Untitled design

„ქართული ოცნების“ დეპუტატის და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას მიერ, თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საელჩოებისთვის წერილს ამზადებენ.

„არ ვაპირებ გავჩერდე.. თავის მართლება მოუწევს“ – ირაკლი ბერაიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო, თეონა აქუბარდია სასამართლოს მიმართავს

როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, ირაკლი ბერაიას, რომელიც ნატო-ში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარეა, საქართველოს პარტნიორებთან კომუნიკაციაში ძალიან დიდი დისკომფორტი შეექმნება:

„პაპუაშვილისგან გასაკვირი არ არის, რომ ადეკვატური ზომების მიღება არ სურს. ის არის ადამიანი, რომელიც არამხოლოდ ვერბალურ, ფიზიკურ ძალადობას არ ერიდება ქალის წინააღმდეგ და ეს საზოგადოებამ იხილა.

რაც შეეხება სამართლებრივ ნაბიჯებს, მეც განვიხილავდი სასამართლოს გზას, მაგრამ იმ პირობებში, როცა სასამართლო არის სრულად დაქვემდებარებული ივანიშვილის პარტიულ ვერტიკალს, დიდი მოლოდინი, რომ სამართლებრივი გზით შედეგის მიღწევა შეიძლება, არ მაქვს. თუმცა, ფორმალურად შეიძლება მაინც ღირდეს სასამართლოსთვის მიმართვა.

რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზს, მე ამაზე უფრო მქონდა აქცენტი, როცა თეონა აქუბარდიას ვესაუბრებოდი, ჩვენ ვაპირებთ და ვამზადებთ უკვე წერილს, რომელიც გაეგზავნება ნატო-ს წევრი ყველა სახელმწიფოს საელჩოს ჩვენს ქვეყანაში, რადგან ეს ადამიანი არის ნატო-ში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარე, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე და გარწმუნებთ, მას ძალიან დიდი დისკომფორტი შეექმნება ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციაში“, – ამბობს თინა ბოკუჩავა.

ცნობისათვის, 31 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარა“ უწოდა და მისი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.

ამავე თემაზე:

კობახიძე: „გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში, ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა პირიქით ხდება.. კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, მეტიც ქალ დეპუტატებს იფარებენ“

„ხელებს ნუ მიშლი, პარლამენტში რომ მოხვდი, მერე გახდი „ძველი ბიჭი?“ სამარცხვინო კაცი ხარ გადადექი“ – პარლამენტის სხდომიდან ალეკო ელისაშვილი გააძევეს

მაჭარაშვილი: ჩემი ოჯახის წევრები არ ისმენენ ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფას? აქუბარდიას სინანული გინახავთ ამასთან დაკავშირებით? 

კობახიძე: „თქვენ გახსოვთ თეონა აქუბარდიასგან ბოდიში რომელიმე კაცი დეპუტატის მიმართ? სად არის აქ გენდერი, ზრდილობა, ეთიკა“

იაგო ხვიჩია: ბერაია ამ გზაზე იდგა დიდი ხანია, უბრალოდ არავინ „წაატორმუზა“, როცა შეცდომებს უშვებდა

თეონა აქუბარდია: „იმას, რაც „ოცნების“ კაცუნამ, ირაკლი ბერაიამ ჩემ წინააღმდეგ იკადრა, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია“

„მინდა ბოდიში მოვიხადო“ – ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის

თეონა აქუბარდია: „თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით, თქვენთვის არის უკეთესი, რომ ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იკავებდეს!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები