LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში, ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა პირიქით ხდება.. კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, მეტიც ქალ დეპუტატებს იფარებენ“

129
ირაკლი კობახიძე

„ირაკლი ბერაიას გადადგომის მოთხოვნა არის აბსოლუტურად არასერიოზული. მან გამოხატა სინანული იმ განცხადების გამო, რომელიც გააკეთა. ახლა არის ოპოზიციონერი დეპუტატების ჯერი, მათ უმრავლესობის წევრებისთვის, ბევრ რამეზე აქვთ ბოდიში მოსახდელი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მათ ღირსება არ ეყოფათ ბოდიშის მოსახდელად“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა.

კობახიძე: „თქვენ გახსოვთ თეონა აქუბარდიასგან ბოდიში რომელიმე კაცი დეპუტატის მიმართ? სად არის აქ გენდერი, ზრდილობა, ეთიკა“

ირაკლი კობახიძის თქმით, „ოპოზიციაში ქალიან-კაციანად უზრდელობენ“.

„უბრალოდ, არ აქვთ ღირსება, რომ ბოდიში მოიხადონ იმ უზრდელური, შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის, რომლებსაც აკეთებდნენ ჩვენი ოპოზიციონერები, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, თეონა აქუბარდიათი დამთავრებული. ღირსება არ აქვთ და ამ განცხადებებისთვის ბოდიშს ვერ მოიხდიან. წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი უზრდელობს. როგორ შეიძლება პრეზიდენტმა იუზრდელოს? პარლამენტის ქალი დეპუტატები უზრდელობენ

ზოგადად, პარლამენტს არ შეშვენის არც შეურაცხმყოფელი განცხადებები, არც ამ მასშტაბის აგრესია და ა.შ. ესეც ძალიან სამწუხაროა. შეიძლება თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს გარკვეული წვლილი ამაში შეტანილი, რაც ძალიან ცუდია.

განსაკუთრებით სამწუხაროა ის, რომ ამ ყველაფერში, პარლამენტის შიგნით, განსაკუთრებულ როლს ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები ასრულებენ.

ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა პირიქით ხდება. კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ. მეტიც, კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან იფარებენ ქალ დეპუტატებს. ორივე სუსტია. კაცები რომ ჩუმად არიან, ეს მათი სისუსტეა და ქალები რომ უზრდელობენ, ეს მათი სისუსტეა.

როცა აქუბარდია, სამნიძე და სხვები უზრდელობენ, ესეც მათი სისუსტის გამოვლინებაა. უზრდელობა არის სისუსტის გამოხატულება და პლუს ამას „ბოდიშს“ როცა არ იხდი, ესეც სისუსტის გამოხატულებაა. უზრდელები უნდა მოვიკითხოთ იმ პარტიაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, სავსეა უზრდელებით ეს პოლიტიკური პარტია, ქალიან-კაციანად უზრდელობენ“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, 31 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარა“ უწოდა და მისი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.

ამავე თემაზე:

„არ ვაპირებ გავჩერდე.. თავის მართლება მოუწევს“ – ირაკლი ბერაიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო, თეონა აქუბარდია სასამართლოს მიმართავს

იაგო ხვიჩია: ბერაია ამ გზაზე იდგა დიდი ხანია, უბრალოდ არავინ „წაატორმუზა“, როცა შეცდომებს უშვებდა

თეონა აქუბარდია: „იმას, რაც „ოცნების“ კაცუნამ, ირაკლი ბერაიამ ჩემ წინააღმდეგ იკადრა, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია“

„მინდა ბოდიში მოვიხადო“ – ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის

თეონა აქუბარდია: „თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით, თქვენთვის არის უკეთესი, რომ ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იკავებდეს!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები