LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა აქუბარდია: „იმას, რაც „ოცნების“ კაცუნამ, ირაკლი ბერაიამ ჩემ წინააღმდეგ იკადრა, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია“ 

425
Untitled design

„ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ბერაიას განცხადებას, რომელშიც მან ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარა“ უწოდა, აქუბარდია სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც თეონა აქუბარდია წერს, მას „სუსის მეთოდები არ გააჩუმებს“.

„ის, რაც „ოცნების“ კაცუნამ, ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუსის მეთოდები არ გამაჩუმებს, მაშინ როცა მათი მთავრობის წევრი პუტინთან ერთად სადილობს და დარბაზში მის გამოსვლას ესწრება, მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფლაგმანი ხდება და მაშინ, როცა რუსული ოკუპაცია „ოცნებას“ წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ჰგონია და პასუხისმგებლობას ამით იცილებს თავიდან.

ამას ალბათ გაგრძელებაც მოჰყვება, მაგრამ სუსს და „ოცნებას“ ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ!“ – წერს თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში.

 

ის რაც ოცნების კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუსის მეთოდები არ გამაჩუმებს,…

Posted by Teona Akubardia on სამშაბათი, 31 ოქტომბერი, 2023

 

 

„უსინდისო და სამარცხვინო მატყუარა“, – ამ სიტყვებით მოიხსენია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია და უარყო აქუბარდიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს „ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას მხარი არ დაუჭირეს“.

ირაკლი ბერაიას თქმით, ეს მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.

„ქალბატონი აქუბარდია არაერთხელაა ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და როდესაც ჩემი არაერთი შენიშვნა ყოფილა ინიცირებული და შესწორება ანგარიშებში და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა. „შოპინგზე“ იყო გაქცეული, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა. მე და ჩემს კოლეგებს საკუთარი თავისთვის იმის უფლება არ მიგვიცია, რომ ბრალი დაგვედო მტრების დავალების შესრულებაში..

რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია ბოლო 1 წელია ჩვენს კომიტეტსაც და მეც მომიხსენიებს არც თუ ისე სახარბიელოდ, ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმის დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება, მისნაირებთან და ვიღაც-ვიღაცებთან „სელფების“ გადაღების და გაფეისბუქების საშუალება, აეროპორტის ლაუნჯებში შესვლის, იქ გასკდომის და გამოთრობის და გაშხლართვის საშუალება. ვინც მას იცნობს, ძალიან კარგად მიხვდება მე რაზე ვსაუბრობ. შესაბამისად, მე მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები