LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებისმიერი ინიციატივა უნდა გამოვიყენოთ, რათა აფხაზებს და ოსებს დავანახოთ, რომ ჩვენ არ ვართ მტრები – დავით ბაქრაძე

63

ოკუპაციის დასრულებას აქვს ორი მნიშვნელოვანი მიმართულება – პირველი ეს არის რუსეთის ძალების გაყვანა საერთაშორისო მხარდაჭერით და მეორე – პირდაპირი დიალოგი იმ ადამიანებთან, ვინც დღეს ცხოვრობს საოკუპაციო ხაზს მიღმა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა სერგეი შამბას განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„შამბას ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ასეთი ინიციატივა, ნებისმიერი ასეთი მზადყოფნა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ აფხაზებსაც და ოსებსაც, რომ ჩვენ არ ვართ მტრები. ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები და აფხაზების და ოსების ინტერესი ყველაზე უკეთ იქნება დაცული ერთიან ქართულ სახელმწიფოში,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში. კი, ჩვენ გვქონდა ეთნიკური კონფლიქტი, თუმცა ის დიდწილად პოლიტიკური კონფლიქტი იყო, – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ პრემიერმინისტრმა, „დეპუტატმა“ სერგეი შამბამ რადიოსადგურ Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მე საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერი ვიყავი. მაგრამ მე პირველი ვიყავი, ვინც საუბარი დაიწყო იმაზე, რომ დროა, დიალოგის დამყარება და საერთო მომავალზე ფიქრი დავიწყოთ. ჩვენ მეზობელი ერები ვართ და ვიყოთ მეზობლები ჩვენი ბედისწერაა. მეზობელ ერებს შორის, არა მხოლოდ ჩვენსა და საქართველოს შორის, ყოველთვის იყო ომები, ევროპაშიც კი. თუმცა, შემდეგ დგება დრო, როდესაც ურთიერთობების დალაგება უნდა მოხდეს. ჩემი აზრით, ახლა შეიძლება ასეთი დიალოგის დაწყება საქართველოსთან,“ – განაცხადა სერგეი შამბამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები