LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიჭიერი ადამიანები ჩინეთის ათწლიან ვიზას მიიღებენ

104

ნიჭიერი და გამოცდილი პროფესიონალები ჩინეთის ათწლიან ვიზას მიიღებენ. ამის შესახებ გამოცემა channelnewsasia წერს.

10-წლიანი მრავალჯერადი ვიზის მისაღებად განაცხადის შევსება ახალი ტექნოლოგიების სპეციალისტებს, მეწარმეებსა და მეცნიერებს ონლაინ, სრულიად უფასოდ შეუძლიათ. მთავრობაში აცხადებენ, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის უცხოელი სპეციალისტების დახმარება მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩინეთში 50 000 უცხოელ პროფესიონალი დაასაქმოს. გამოცემის ცნობით, ვიზის მფლობელებს ჩინეთში 180 დღით შეეძლებათ დარჩენა. ამას გარდა, მათ უფლება ექნებათ, თან ჩაიყვანონ ოჯახის წევრებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები