LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nicolas Jaar თბილისში, დაგეგმილთან ერთად, კიდევ ერთ კონცერტს გამართავს

148

Nicolas Jaar-ს თბილისში ამ მომენტამდე ერთი კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც „სფეისჰოლში“ 21 სექტემბერს გაიმართება. ახლახან ცნობილი გახდა, რომ არტისტის სურვილით, „სფეისჰოლამდე“ ერთი დღით ადრე, 20 სექტემბერს, ის 21 სექტემბრის კონცერტისგან განსხვავებული კონცეფციის სეტს დაუკრავს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში. „სფეისჰოლისგან“ განსხვავებით, იქ მხოლოდ 300 ადამიანი ეტევა. ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ საიტზე biletebi.ge

ნიკოლას ჯაარი გახლავთ ამერიკელი კომპოზიტორი, რომელიც ნიუ იორკში საქმიანობს. მისი რამდენიმე ალბომი საკლუბო მუსიკის სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ცნობილია, როგორც უამრავი საცეკვაო EP-ის შემქმნელი. მის სახელს სხვადასხვა საინტერესო მუსიკალური ექსპერიმენტიც ეწერება.

საქართველოში ჯაარი მუსიკალური ფესტივალების სერიის „Decoder“ ფარგლებში ჩამოდის.

თბილისში ელექტრონული მუსიკისა და  ციფრული ხელოვნების ფესტივალების სერია – DECODER ახლახან დაფუძნდა, რომელიც თვეში ერთხელ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. ერთდღიანი ფესტივალის მუსიკალური პროგრამა ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს და სცენის გამორჩეული სახელის მქონე საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტებისგან იქნება დაკომპლექტებული.

DECODER-ის კონცეფცია ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების სფეროში არსებული ტექნოლოგიების და ინოვაციური ფორმების ფართოდ გავრცელებას ემყარება. მთავარი აქცენტი განათებისა და ხმის სინთეზზე კეთდება, სადაც მუსიკოსებს,  მხატვრებს და ინჟინრებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი ხედვა და გამოცდილება გაუზიარონ მსმენელს.

ფესტივალის ფარგლებში მსმენელს და სფეროთი დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ არტისტებისა და სფეროს პროფესიონალების მიერ გამართულ ვორკშოპებს, სადაც გაეცნობიან აუდიო-ვიზუალური ხელოვნების სიახლეებს, მათ გავლენას საზოგადოებაზე და ამასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ პანელ-დისკუსიებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები