LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდები საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსებას გააქტიურებს

169

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტი გიორგი ქობულია ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) აღმასრულებელ დირექტორს პეტერ ვან მიერლოს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნიდერლანდების განვითარების ბანკის მიმდინარე პროექტებს საქართველოში, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ბანკი საქართველოს ერთერთი უმსხვილესი დონორია, მისი პორტფელი ქვეყანაში 350 მლნ ევროს ინვესტიციას შეადგენს და მოიცავს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: საბანკო, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორები.

„ჩვენ განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და გადავწყვიტეთ, რომ ნიდერლანდების განვითარებს ბანკი უფრო ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. აქცენტები გაკეთდება სოფლის მეურნეობის კონკრეტულ დარგებზე,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, ნიდერლანდების მხარესთან მოხდა შეთანხმება, რომ მომზადდება დახმარების ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ კომპონენტებს. მინისტრის განცხადებით, ნიდერლანდელი სპეციალისტები ქართულ მხარეს გაუწევენ კონსულტაციებს მათი ქვეყნის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით, ასევე დაგვეხმარებიან ტექნოლოგიების გადმოტანით და ფართომასშტაბიანი განათლების პროგრამების დანერგვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

“ჩვენ 15 წელია, რაც საქართველოსთან წარმატებით ვთანამშრომლობთ ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, საბანკო სფერო და სოფლის მეურნეობა. საქართველო ჩვენს პორტფელში ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ამის მიზეზთა შორისაა, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და ზრდის შესაძლებლობები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თქვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა გაზარდოს საკუთარი ეკონომიკა და ამისათვის, მან კიდევ უფრო მეტად უნდა განავითაროს ურთიერთობები მსოფლიოს მსხვილ ეკონომიკებთან და, ასევე, კიდევ უფრო გაზარდოს სოფლის მეურნეობა,” – განაცხადა ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) აღმასრულებელმა დირექტორმა პეტერ ვან მიერლომ.

მისი თქმით, ნიდერლანდების განვითარების ბანკი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმას, მით უფრო, რომ საქართველოში არსებული კლიმატი ამის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა. „ჩვენ თქვენს ქვეყანაში 15 წელია, ვართ და კიდევ დიდხანს დავრჩებით,“ – განაცხადა ნიდერლანდების განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები