LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია სტეფანეს შესახებ: „ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი…“

100

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა „ნიჭიერის“ ჟიურის ახალი შემადგენლობა და გაცხადდა, რომ „იმედზე“ გადაბარგებულ „ნიჭიერის“ გუნდს, ჟიურის ერთ-ერთი წევრის ამპლუაში, სტეფანე მღებრიშვილი შეუერთდა, ნიკა გვარამიამ მომღერლის შესახებ საკუთარი მოსაზრება საკმაოდ მკაცრად გამოხატა.

„ფორტუნას“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია „ნიჭიერის“ ჟიურის შესახებ რეჟისორმა დავით იმედაშვილმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და სტეფანე მღებრიშვილიც მონიშნა, რომელიც მანამდე „რუსთავი 2“-ის პროექტებში აქტიურად მონაწილეობდა.

სწორედ ამ ინფორმაციის ქვეშ, კომენტარის სახით, ნიკა გვარამიამ სტეფანეს შესახებ დაწერა:

„ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი, იმენა დავიწყებული და გადაგდებული იყო. ძალით დავსვი პირადად მე, სძაგდა ორივე პროდიუსერს. მეორეჯერ კიდე მეტი ძალისხმევა დამჭირდა. ცალკე კლიპები ვუტრიალეთ და კონცერტები ვურასკრუტკეთ. და ეს სად წამოსკუპებულა :))) სრულიად ურცხვი…“, შემდეგ კი მან სოფო ნიჟარაძესა და გიორგი გაბუნიას მიმართა: „ესეც თქვენი სტეფანე, ტვინი რო გამიბურღეთ, ცოდოა, შემოსავალი არა აქვს, ნიჭიერი და გემოვნებიანიაო… აჰა, დატკბით“.

ნიკა გვარამიას ამ მოსაზრებას გამოეხმაურნენ „ფეისბუქზეც“, ზოგიერთი კომენტარის ავტორი წერს, რომ სტეფანეს გადასაწყვეტია, სად წავა და რომელ არხზე მიიღებს მონაწილეობას შოუში. „სადაც დაუძახებენ, ყველგან და ყველასთან პროსტიტუტები მიდიან“, დასძენს „რუსთავი 2“-ის დირექტორი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები