LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანის ქალიშვილები დედის ასლები არიან (ფოტო)

189

ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი იშვიათად ჩნდებიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შვილებთან ერთად. ამჯერად 8 წლის სანდი როუზი და 6 წლის მარგარეტი მშობლებთან ერთად სიდნეის აეროპორტში დააფიქსირეს. გოგონები დედ-მამასთან ერთად ავსტრალიაში იმყოფებოდნენ, სადაც 49 წლის კიდმანი რამდენიმე დღით ჩავიდა. სიდნეიში გოგონების წინა ვიზიტიდან დიდი დრო გავიდა. ისინი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად გადაიღეს ფოტოგრაფებმა.

პაპარაცების ყურადღების ცენტრში მოხვდა სანდისა და მარგარეტის ერთნაირი ჩაცმულობაც. გოგონებს კლასიკური სტილი სპორტულთან ჰქონდათ შეხამებული. ორივე ქალიშვილი საოცრად ჰგავს პოპულარულ დედას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები