LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ გაგუა: თანხის დაზოგვის შემთხვევაში პენსია 6-ჯერ გაიზრდება

45

30-35 წლის განმავლობაში თანხის დაზოგვის შემთხვევაში პენსია 6-ჯერ გაიზრდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.

გაგუამ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს დაგროვებითი პენსიის შესახებ მთავრობის მიერ მომზადებული ინიციატივა გააცნო. გაგუას თქმით, აღნიშნული რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა შეძლონ ე.წ. ღირსეული პენსიის მიღება. “დაახლოებით 30-35 წლის დაზოგვის შემთხვევაში პენსია 6-ჯერ გაიზრდება, რეალურ გამოხატულებაში, მისი დღევანდელი მსყიდველუნარიანობის პირობებში“, – განაცხადა გაგუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები