LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ტვილდიანი აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში 500 000-დოლარიანი დაფინანსებით ჩაირიცხა

237

ბოლო დროს საკმაოდ ბევრი ქართველი სტუდენტი მიისწრაფვის საზღვარგარეთ, სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად და რამდენიმე მათგანი ყოველწლიურად სრულ დაფინანსებას იღებს, რაც მრავალ ათას დოლარში გამოიხატება. ზოგიერთ ქართველ სტუდენტს, თავად სასწავლებლები იწვევენ უფასოდ სასწავლებლად მათი ამღალი აკადემიური მოსწრებისა და ქულების გამო.

Fortuna.ge ერთ-ერთ ასეთ ქართველზე მოგიყვებათ. გ.ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ტვილდიანი ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიამ მიიღო.

ნიკოლოზს ევროპის და აშშ-ს 9 სხვადასხვა უნივერსიტეტისგან მიიღო შემოთავაზება, რომლის ჯამურმა დაფინანსებამ   400 ათას დოლარამდე შეადგინა, მაგრამ მისი არჩევანი სანაპირო დაცვის აკადემიაზე შეჩერდა, რადგან მისი დიდი სურვილია, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ქვეყნის სამსახურში ჩადგეს და საქართველოში გააგრძელოს საქმიანობა. 4 წლის განმავლობაში  ნიკოლოზი ფინანსდება  500 ათასი  დოლარით.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით სანაპირო დაცვის აკადემიაში მხოლოდ ერთი ქართველი ჩაირიცხა და მისთვის 100%-იანი დაფინანსება გამოყოფილი.

1971 წლიდან, საერთაშორისო კადეტები აკადემიაში იღებენ უმაღლეს განათლებას, გადიან სამხედრო მომზადებას, სწავლობენ ლიდერობის უნარებს, რათა უკეთესად დაიცვან და ემსახურონ სამშობლოს.

აკადემიას აქვს სამხედრო ინფრასტრუქტურა და ოთხწლიანი ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამა, რომელიც დიდწილად ორიენტირებულია საინჟინრო, მათემატიკისა და მეცნიერების განათლებაზე; ყველა კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის ხარისხს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები