LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა კობახიძე Gem Fest-ზე – „ასე ველოდოთ კიდევ, ვინმე როდის მოკვდება?“

212

გავრცელებული ინფორმაციით, ახლახან, ზუგდიდის საავადმყოფოში კიდევ ხუთი ახალგაზრდა მიიყვანეს, რომლებსაც გაურკვეველი ნივთიერებით მოწამვლის ნიშნები გამოუვლინდათ. შეგახსენებთ, მანამდეც რამდენჯერმე ახალგაზრდები საავადმყოფოში ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიიყვანეს, 22 წლის გოგონა კი გარდაიცვალა…

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ნინა კობახიძე ასეთ შემთხვევაში უმოქმედობის წინააღმდეგია და აღნიშნავს, რომ ამას ბოლო უნდა მოეღოს.

ნინა წერს:

„ასე ველოდოთ კიდევ, ვინმე როდის მოკვდება?? მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც ამბობდა , რომ კაზანტიპი და ეს ფესტივალი უნდა ჩატარდეს. რეგიონს სჭირდება განვითარება და ეს არის ერთ-ერთი გზა განვითარების. ასეთი ფესტივალებით ვითარდება მხარე, მაგრამ ცალსახად ამ ყველაფერზე თანახმა ვარ, თუ დაცულია ჩემი სიცოცხლის უფლება, თუ უსაფრთხოების ნორმები დაცულია ტერიტორიაზე, თუ დაცული ვარ, რომ მომწამვლელი ნივთირებები არ შევა და ყველა გარეწარ ბარიგას დაიჭერენ. იქ ხომ შეაქვთ, არა??? ჩემს ქვეყანაში არ არის ლეგალიზებული ნარკოტიკები, შესაბამისად, მიხედოს ყველა ორგანომ ამ ნარკოტიკების რეალიზატორებს. და ეს ურმის გადაბრუნების შემდეგ გამოსავლის ძიება უკვე სირცხვილია, გაჭედილები ვართ სადღაც 25 წელია. თუ შეგიძლია, რამე შეცვალო უკეთესობისკენ და არ ცვლი, 1000-ჯერ მეტად ხარ დამნაშავე, ვიდრე როცა არ შეგიძლია და ვერ ცვლი!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები