LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ბაბუხადიას ახალი კოლექციის ჩვენება მადრიდში

212

მაშინ, როცა Vetements და Balenciaga მოდის სამყაროს მთავარ სტანდარტებს აწესებენ, ქართველ დიზაინერებს პოდიუმზე გამოსასვლელად კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის დახარჯვა უწევთ. ნინო ბაბუხადიამ მადრიდში, Mercedes Benz Fashion Talent Exchange-ის ჩვენებაზე ახალი კოლექცია წარმოადგინა. როგორც ნინო აცხადებდა, მისი შთაგონების წყარო გერმანელი ხელოვანი – ოტო დიქსი გახდა, რის გამოც კრიტიკოსები დიზაინერისგან მეორე მსოფლიო ომის გავლენას და საშინელი მოგონებების გაცოცხლებას მოელოდნენ, თუმცა ის რაც ბაბუხადიამ წარმოადგინა, ნამდვილი სასწაული იყო. უნისექსი, უნიკალური ფერების გამა, 1970-იანების რიტმები, დასრულებული, დარწმუნებული, განსხვავებული – ეს მხოლოდ ნაწილია იმ შეფასებების, რომელსაც ქართველი დიზაინერის თითოეული ლუქი იმსახურებს.

კოლექციის შექმნისას ნანომ საბჭოთა წარსული გაიხსენა, რითაც თავისი წესები დააწესა და მოდის სამყაროში სრულიად ახალი სიტყვა თქვა. „ბრავო ნინო, კეთილი იყოს შენი მობრძანება!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები