LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო გაჩეჩილაძე: „ის, რითაც ცნობილია ბორჯომი, ნელ-ნელა ნადგურდება…“

147

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე წერს იმის შესახებ, რაც ბორჯომში ნახა. მისი თქმით, უამრავი ხეა მოჭრილი და არ ჰგონია, რომ ეს მხოლოდ სტიქიის დროს დაზიანებული ხეებია.

„ცოტა ხნის წინ წამოვედი ბორჯომიდან, წამოსვლის წინ კი „კომპოზიტორთა სახლში“ ავიარე, სადაც მთელი ბავშვობა ვისვენებდი ოჯახთან ერთად. იქ მისულს კი აი, ეს სანახაობა დამხვდა-მოჭრილი ხეები, რომელიც (როგორც დაცვამ მითხრა), ძლიერმა ქარიშხალმა წააქცია და ამიტომ მოჭრეს (რისიც არ მჯერა – ამდენი ხე ერთდროულად როგორ შეიძლებოდა წაქცეულიყო?…)

მოკლედ, გული ჩამწყდა, რასაც ჰქვია და თან უზომოდ გავბრაზდი – ის, რითაც ცნობილია ბორჯომი, როგორც ჩანს, ნელ-ნელა ნადგურდება… კომპოზიტორთა სახლს რაც შეეხება, ის დღეს წართმეულია და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის“ – აღნიშნავს მსახიობი „ფეისბუზე“ გამოქვეყნებულ სტატუსში და თან, ფოტოებსაც აქვეყნებს.

14193761_10209054518293216_1069925315_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები