LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ იორკში დანით შეიარაღებული პირი საბავშვო ბაღს დაესხა თავს – დაჭრილია სულ მცირე 5 ადამიანი

51

ნიუ იორკში დანით შეიარაღებული 52 წლის ქალი საბავშვო ბაღს დაესხა თავს, დაჭრილია სულ მცირე 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ამის შესახებ ტელეკომპანია NBC- ნიუ იორკის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

შემთხვევა ქუინსის რაიონში მოხდა. ბავშვების ასაკი უცნობია. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი გოგონას მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდამსხმელი, 52 წლის ქალი, პოლიციამ საბავშვო ბაღის სარდაფში დააკავა. თავდასხმის შემდეგ მან თვითდაზიანებები მიიყენა. რაც შეეხება დაჭრილ ზრდასრულებს, ერთი მათგანი საბავშვო ბაღის თანამშრომელი, მეორე კი ერთ-ერთი ბავშვის მამაა.

თავდასხმის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები