LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ ხადური ჟენევაში UNCTAD-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

102

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ჟენევაში გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) გენერალურ მდივანს  მუხისა კიტუის შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრისას   2019 წელს UNCTAD-ის მიერ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის მიმოხილვა/შეფასების („PEER REVIEW“) განხორციელების  შესაძლებლობა მიმოიხილეს. მუხისა კიტუიმ შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტო, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების კუთხით, ბოლო პერიოდში, მიზანმიმართულ ნაბიჯებს დგამს, სწორი მიმართულებით ვითარდება და ძალისხმევას არ იშურებს კონკურენციის კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებების სწორ ფორმირებასა და ევროპასთან მისწრაფების, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის კუთხით. UNCTAD-ის გენერალურმა მდივანმა  საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის მიმოხილვის ჩატარების და სამდივნოს მხარდაჭერის  მიმართულებით მზადყოფნა გამოთქვა.

ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელძღვანელის აურელიო ლა ტორეს შეფასებით, საქართველო – ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების კუთხით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მოწინავე ადგილზეა.  რეფორმებს  სწრაფად ახორციელებს და ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ მსოფლიოს პირველ ათეულშია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი, ტერეზა მორეირა; გაეროს განყოფილებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე; ჟენევაში გაეროს განყოფილებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის პირველი მდივანი, თემურ ფიფია; კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები  დავით ჭიჭინაძე და გიორგი ფერაძე; საქართველოში ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელი, აურელიო ლა ტორე.

მხარეებმა დაადასტურეს, რომ ევროკავშირის კოორდინირებითა და UNCTAD-ის მხარდაჭერით კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის შეფასების პროექტი წარმატებით განხორციელდება.

კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი ჟენევაში ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები