LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუგზარ ყურაშვილი – 45 წელი ქართულ სცენაზე!

479

სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს – ნუგზარ ყურაშვილს ქართულ თეატრალურ სცენაზე მოღვაწეობის 45 წელი შეუსრულდა.  საიუბილეო თარიღს ეხმიანება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი, სადაც  8 მაისს, 19:00 საათზე,  თეატრისა და კინოს ვარსკვლავოსანი არტისტის ბენეფისი გაიმართება.

საღამოზე, რომლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი გახლავთ, ნუგზარ ყურაშვილის მონაწილეობით გათამაშდება ნაწყვეტები სპექტაკლებიდან: „მე ვხედავ მზეს“ (ბაბილო), „ არ დამივიწყო“ ( კარპე გეწაძე) – ( რეჟ. დ. ხვთისიაშვილი) , „ ამიკო“  (ამიკო) – ( რეჟ. ო. ბაღათურია).

თეატრალური ნაწილის გარდა საღამოზე ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები კინოფილმებიდან ნუგზარ ყურაშვილის მონაწილეობით.

მხატვრულ ფილმებში განსახიერებული როლების გარდა მაყურებელი ნუგზარ ყურაშვილს ისეთი პოპულარული ტელესერიალებიდანაც იცნობს, როგორებიცაა: „ცხელი ძაღლი“ ( უჩა ზერაგია) და  „კლინიკა“ ( კლინიკის დირექტორი დავითი).

ნუგზარ ყურაშვილი სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მსახიობი და აწ უკვე დირექტორი გახლავთ. იგი ასევე არის ღირსების ორდენის კავალერი. შვიდგზის აღიარებულია წლის საუკეთესო მსახიობად. ამა წლის 14 იანვარს ახმეტელის სახელობის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები