LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნურასდროს წახვალთ სახლიდან ბავშვთან დამშვიდობების გარეშე

49

მშობლების უმეტესობა ხშირად გადის სახლიდან ისე, რომ არც ფიქრობს ბავშთან დამშვიდობებას, რაც ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან გამომშვიდობება მეტად მნიშვნელოვანია, უყურადღებობა კი, საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე.

დამშვიდობება აუცილებელია თუ საკუთარი შვილის ნდობის მოპოვება გსურთ, რადგან როცა სახლს განმარტების გარეშე ტოვებთ, გაუცნობიერებლად იწვევთ ბავშვში ეჭვს, წყენას და უნდობლობას, საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილ პატარას კი, არ ესმის რატომ არ ენდობით და მტკივნეულად განიცდის თქვენს უყურადღებობას.

სახლიდან გასვლის წინ აუცილებლად მოეხვიეთ და აკოცეთ თქვენს შვილს, გაუღიმეთ და აუხსენით, რომ მართალია მიდიხართ, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდებით. შესაძლოა, ბავშვის ცრემლებს ვერ დააღწიოთ თავი, მაგრამ ნაწყენი მაინც არ დარჩება და ფსიქოლოგიური ტრამვისგანაც დაიცავთ, მეტიც აუცილებლად მოენატრებით და მოუთმენლად დაელოდება თქვენს დაბრუნებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები