LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ობამები 2017 წლის ყველაზე გემოვნებიან წყვილად დასახელდა

43

გამოცემამ Vanity Fair, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე, მიშელი, 2017 წლის ყველაზე გემოვნებიან წყვილად დაასახელა. რედაქციის აზრით, მათი ჩაცმულობა უმაღლესი შეფასების ღირსია. ამავე რეიტინგში მოხვდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი და პირველი ლედი – ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები, ასევე ჰოლანდიის მეფე, ვილემ-ალექსანდრი და მისი მეუღლე – მაქსიმა.

ცნობილი ფაქტია, რომ ამერიკის ყოფილ პირველ ლედის უყვარს ბრენდი „მაიკლ კორსი“ და ამისი დემონსტრირება კამერების წინაშე არაერთხელ მოუხდენია. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, არჩევნების ღამეს მას სწორედ ამ ბრენდის ვარდისფერი პალტო ეცვა, ხოლო State the Union-ის საპრეზიდენტი მიმართვის დროს, მიშელი ამავე ბრენდის თეთრ კლასიკურ კაბაში იყო გამოწყობილი.

Our first and Finest couple! – #barackobama #potus #michelleobama #flotus

A post shared by @obamas_44 on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები