LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდრი ჰეპბერნის პირადი კოლექცია აუქციონზე იყიდება

92

ოდრი ჰეპბერნის პირადი კოლექცია აუქციონზე იყიდება. ცნობილი მსახიობის სამოსი და პირადი ნივთები, დაახლოებით 500-მდე ლოტი, გასაყიდად “კრისტის აუქციონი” აუქციონის სახლმა გამოიტანა და მათი საერთო ღირებულება 5,3 მილონი ევროა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა ფილმის – „საუზმე ტიფანისთან“ სცენარზე იყო და ის უცნობმა კოლექციონერმა 700 000 ევროდ შეიძინა. გამოცემა „Le Figaro“-ს ინფორმაციით, აუქციონი ონლაინ რეჟიმში ამ მომენტისთვისაც გრძელდება და მსახიობის თაყვანისმცემლებს მისი პირადი ნივთების შეძენის შანსი კვლავ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ გასაყიდად გამოტანილი ყველა ნივთი მსახიობის ოჯახში, შვეიცარიაში ინახებოდა და ბევრი მათგანი ნამდვილ რელიკვიადაც ითვლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები