LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახში ძალადობაში წელს 16 პოლიციელი ამხილეს

95

ოჯახში ძალადობაში 2018 წელს 16 პოლიციელი ამხილეს, – ამის შესახებ აღნიშნულია შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ დღეს წარადგინა.

ანგარიშის მიხედვით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო, 2018 წელს რვა პოლიციელს დისციპლინური სახდელი დაეკისრა.

„გაზრდილია გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, აგრეთვე, გამოცემული შემაკავებელი ორდერების მაჩვენებელი: 2017 წელს გამოძიება დაიწყო 2828 საქმეზე, ხოლო 2018 წლის 9 თვეში – 4 339 საქმეზე.

2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1986 პირის მიმართ, ხოლო 2018 წლის 9 თვეში – 3000-მდე პირის მიმართ.

2017 წელს გამოცემულ იქნა 4370, 2018 წელს კი – 5472 შემაკავებელი ორდერი;

ამასთან, შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევები. 2017 წელს შემაკავებელი ორდერების დარღვევის მაჩვენებელი იყო – 9%, 2018 წლის 9 თვეში – 6%, ხოლო 2018 წლის სექტემბერში (რისკის შეფასების ინსტრუმენტის ამოქმედების შემდეგ) – 4%”, – აღნიშნულია ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ანგარიშში.

 

პოპულალურები