LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებმა ხურვალეთთან ე.წ. გამყოფი ხაზის სიახლოვეს ხნულის გავლება დაიწყეს

70

სოფელ ხურვალეთთან ახლოს, ოკუპირებული ტერიტორიიდან 2 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გამოჩნდა და გამყოფი ხაზის სიახლოვეს ხნულის გავლება დაიწყო.

ადგილობრივების ინფორმაციით,  დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა იგივე ხნული განაახლეს, რომელიც, დაახლოებით, 2 თვის წინ გაავლეს.

სხვა ტერიტორიებზე ამ წუთებში ტექნიკა არ მუშაობს და არც ახალი ხნულები გაუკეთებიათ.

დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების განცხადებით კი, აღნიშნული ხნულები ხანძარსაწინააღმდეგოა, არაფერი კავშირი არ აქვს სასაზღვრო ნაგებობებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები