LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიადის გახსნაზე დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთად იყვნენ, ოღონდ…

25

პიონჩანგის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ბევრი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი ესწრებოდა, თუმცა, სტუმრებს შორის არ ყოფილან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი კიმ ჩენ ინი.

სამაგიეროდ, სტადიონზე გამოჩნდა ორი ადამიანი, რომლებიც ძალიან ჰგავდნენ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს.

საბოლოოდ, ოლიმპიური სტადიონის დაცვის სამსახურმა წყვილი არენიდან გააძევა, რადგან “პოლიტიკოსების” გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები