LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი კორეის საზღვარზე განაღმვითი ოპერაცია დაიწყო

86

Channelnewsasia-ს ინფორმაციით, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის სამხედროებმა გამყოფი დემილიტარიზებული ზონის განაღმვითი ოპერაცია დაიწყეს. სექტორი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ საზღვარს მიუყვება და მისი სიგანე 4 კილომეტრია.

დემილიტარიზებულ ზონაში შესაძლოა, რამდენიმე ათეული ათასი ნაღმი იყოს, აცხადებენ სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ 1953 წლის შემდეგ ორი კორეა ტექნიკურად საომარ მდგომარეობაშია. ქვეყნებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს. სამშვიდობო ხელშეკრულება მათ ჯერ გაფორმებული არ აქვთ.

ცნობისთვის, კიმ ჩენ ინი და მუნ ჯენ ინი ერთმანეთს 18 და 19 სექტემბერს ფხენიანში შეხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები