LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არარეალურია

85

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მეორე კვარტლის ეკონომიკური მონაცემები, ექსპერტებისთვის დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია. როგორც რადიო „ფორტუნას“ ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ განუცხადა, ის ფაქტი, რომ 4, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ნორმალურია, თუმცა ორნიშნა მაჩვენებელზე ფიქრი ილუზიაა. მისი თქმით, ეს რა თქმა უნდა, სასურველია, მაგრამ რეგიონში არსებული რეალობა სულ სხვაა.

ეკონიმისტი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მთელი წლის განმავლობაში რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები იძლეოდა საშუალებას, რომ საქართველოს ამ მხრივ გაუმჯობესება ჰქონოდა, მათ შორის ფულადი გზავნილების, ინვესტიციების თვალსაზრისით. ლევან კალანდაძის თქმით, ტურისტების ნაკადებმა ის უზრუნველყო, რომ ქვეყანაში ფინანსური მდგრადობა ყოფილიყო.

რაც შეეხება იმ საკითხს, როგორ და როდის აისახება ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება თითოეულ მოქალაქეზე , კალანდაძე ამბობს, რომ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ ერთი კვარტლის ან ერთი წლის მაჩვენებელი, , რადგან მისი თქმით, ჯერ კიდევ სუსტი ეკონომიკა გვაქვს. „ჩვენ გვჭირდება ასეთი ტრენდის შენარჩუნება“- აცხადებს ეკონომისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები