LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოსკარი 2016“: ნომინანტებს სპეციალურ ლანჩზე უმასპინძლეს (ფოტო)

70

ორშაბათს ბევერლი ჰილზში ოსკარების რიგით 88-ე ცერემონიის პრე-ლანჩი გაიმართა, რომელსაც ყველა ნომინირებული მსახიობი და რეჟისორი დაესწრო.  ედი რედმეინი ლანჩზე ორსულ მეუღლესთან ერთად მივიდა,  ლეონარდო დიკაპრიო და ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ ერთად გამოჩნდნენ წითელ ხალიჩაზე, აკადემიურ შავ ანსამბლში მივიდა ლანჩზე ჯენიფერ ლოურენსი, რომელიც წელსაც ოსკარის ნომინანტია ფილმიდან „ჯოი“, ასევე რეიჩელ მაქადამსი, რომელიც ბრწყინავდა მოკლე კოქტეილის კაბაში. პასტელური ფერები აირჩია საღამოსთვის ოსკარების მთავარმა პრეტენდენტმა ბრი ლარონმა, სტაფილოსფერ კაბაში გამოჩნდა ქალის მეორეხარისხოვან კატეგორიაში ნომინირებული ალისია ვიკანდერი, სადად და ელეგანტურად გამოიყურებოდა თეთრ ყვავილოვან კაბაში რუნი მარა, კუბოკრულ პიჯაკსა და მოკლე შარვალში გამოჩნდა საოირს რონანი. საღამოს კლასიკური კაბა აირჩია ლანჩისთვის ლეიდი გაგამ.

მოწვეულ სტუმრებს შოის იყო აკადემიის საყვარელი რეჟისორი, სტივენ სპილბერგი, ასევე წლის ნომინანტი მეთ დეიმონი და მარკ რუფალო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები