LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ აბესაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

66

თბილისის მერიის თანამშრომელს ოთარ აბესაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ამის შესახებ „ფორტუნას“ მისმა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ბრალის წარდგენამდე ის ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს.

ირმა ჭკადუამ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გუშინ ღამით მოინახულა. როგორც ჭკადუამ „ფორტუნასთან“ აღნიშნა. აბესაძეს ჯერ ბრალი წარდგენილი არ აქვს და შესაბამისად, ის არაფერს არ აღიარებს.

თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა 11 ივლისს დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები