LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში უძრავი ქონება აღარ გაიაფდება“ – ეკონომისტი ოთარ აბესაძე ბინების 40%-იან გაძვირებას პროგნოზირებს

97
ოთარ აბესაძე ფორტუნა

ეკონომისტ ოთარ აბესაძის პროგნოზით, საქართველოში უძრავი ქონება აღარ გაიაფდება.

ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა:

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოში უძრავი ქონება აღარ გაიაფდება, არა რუსული ნაკადების, არამედ ისევ ინფლაციის ფაქტორის გამო და რატომ?

ინფლაციამ მოახდინა სამშენებლო  წარმოების ხარჯების გაძვირება.

მაგალითად მუშა ხელი, ნედლეული და ა.შ. ფიზიკურად შეუძლებელია, რომ უძრავი ქონება გაიაფდეს, ან დარჩეს იგივე ნიშნულზე, მეტიც, 2023 წლის შემოდგომაზე, უძრავი ქონების ფასი დღეს არსებულ ფასთან შედარებით კვლავ გაიზრდება მინიმუმ 40%-ით“. – ამბობს ოთარ აბესაძე „ტვ პირველთან“ საუბრისას.

გადაცემაში სტუმრობის შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაწერა:

„არ თქვათ, არ გაგიფრთხილებივართო.

უძრავი ქონების ფასი არათუ გაიაფდება, არამედ 2023 წლის შემოდგომისთვის დღეს არსებულ ფასებზე საშუალოდ 40%-ით ძვირი ეღირება.

P.S. 2021 წლის დეკემბერში გითხარით, რომ 2022 წლის მეორე კვარტალში 30%-ით გაიზრდებოდა უძრავი ქონების ფასი.“ – წერს ოთარ აბესაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები