LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა“ 25 წლის შემდეგ ეკრანებზე ბრუნდება

244

ყველასთვის საყვარელი კინოსურათი „ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა“ 25 წლის შემდეგ ეკარანებზე ბრუნდება. ცნობილი ხდება, რომ 1994 წელს გადაღებულ ფილმს, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ბრიტანული ფილმების სიაშია შეყვანილი, გაგრძელება ექნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მსახიობმა ანა ჩენსელორმა განუცხადა, რომელიც კინოსურათში გენრიეტას როლს ასრულებს. მისი თქმით, სამსახიობო გუნდი უკვე შეიკრიბა გადაღებებზე სასაუბროდ.

გამოცემა The Sun-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობი ადასტურებს, რომ ფილმში კვლავ ვიხილავთ ჰიუ გრანტსა და ენდი მაქდაუელს. სცენარზე კი კვლავ რიჩარდ კერტისი იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ კინოსურათმა მოუტანმა ჰიუ გრანტს „ოქროს გლობუსი“, ხოლო თავად კინოსურათი „ოსკარის“ 2 ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები