LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპარაცებმა ნიკოლ კიდმანის შვილების გადაღება შეძლეს (ფოტო)

151

ცნობილი გახდა, რომ ნიკოლ კიდმანი „ოქროს გლობუსის“ წლევანდელ ნომინანტთა შორისაა. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ერთ საათში 50 წლის ვარსკვლავი მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გადაიღეს. კიდმანი და კიტ ურბანი შვილებთან ერთად საშოპინგოდ იმყოფებოდნენ. ეს ის იშვიათი მომენტია, როცა პაპარაცებმა ცნობილი წყვილის შვილების გადაღება მოახერხეს. უკვე ბევრჯერ დაიწერა, რომ 8 წლის სანდი როუზი და 6 წლის მარგარეტი საოცრად გვანან დედას. ახალი ფოტოები ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ავსტრალიელი ლამაზმანი თეთრი ფერის ქვედაბალოსა და კუბოკრულ პიჯაკში იყო გამოწყობილი. შეგახსენებთ, რომ ნიკოლ კიდმანმა წელს სატელევიო პრემია „ემის“ ნომინაციაც მიიღო სერიალისთვის „დიდი პატარა ტყუილები“. ამჯერად კი ამავე სერიალიდან „ოქროს გლობუსის“ ნომინანტია. თავის მხრივ წლის ყველაზე პოპულარული სერიალი გლობუსის 6 ნომინაციაშია წარდგენილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები