LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპენიდან ნეიმარამდე: ბოლო 25 წლის ყველა სატრანსფერო რეკორდი (ფოტო)

68

ნეიმარის ზეტრანსფერმა საფეხბურთო ბუღალტერია კიდევ ერთხელ დააყენა თავდაყირა. ზღვარი აღარ არსებობს, საით მიექანება ფეხბურთი და რა ფინანსურ მაქინაციებს აქვს ადგილი, ამაში პითაგორა და რენე დეკარტსაც გაუჭირდებოდათ გარკვევა. ასეა თუ ისე, სუპერტრანსფერი შედგა. აქ კი გადავხედოთ ბოლო 25 წლის განმავლობაში განხორციელებულ ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერებს და კარგად ვნახავთ რა კატასტროფული სისწრაფით იცვლება ფინანსური ვითარება.
მაშ ასე, პაპენიდან ნეიმარამდე.

 

1992 წელი. ჟან-პიერ პაპენი – მარსელიდან მილანში – 10 მილიონი ფუნტი

 

1992 წელი. ჯანლუკა ვიალი – სამპდორიიდან იუვენტუსში – 12 მილიონი ფუნტი (ამავე ფოტოზე მყოფმა რობერტო ბაჯომ სატრანსფერო რეკორდი 1990 წელს დაამყარა, როდესაც ფიორენტინადან იუვენტუსში 8 მილიონ ფუნტად გადავიდა)

1992 წელი. ჯანლუიჯი ლენტინი – ტორინოდან მილანში – 13 მილიონი ფუნტი

1996 წელი. რონალდო – პსვ-დან ბარსელონაში – 13,2 მილიონი ფუნტი

1996 წელი. ალან შირერი – ბლექბერნიდან ნიუკასლში – 15 მილიონი ფუნტი

 

1997 წელი. რონალდო – ბარსელონადან ინტერში – 19,5 მილიონი ფუნტი

1998 წელი. დენილსონი – სან პაულუდან ბეტისში – 21,5 მილიონი ფუნტი

1999 წელი. კრისტიან ვიერი – ლაციოდან ინტერში – 32,1 მილიონი ფუნტი

2000 წელი. ერნან კრესპო – პარმადან ლაციოში – 35,5 მილიონი ფუნტი

2000 წელი. ლუიშ ფიგუ – ბარსელონადან რეალში – 37 მილიონი ფუნტი

2001 წელი. ზინედინ ზიდანი – იუვენტუსიდან რეალში – 46,6 მილიონი ფუნტი

2009 წელი. კრიშტიანო რონალდო – მანჩესტერიდან რეალში – 80 მილიონი ფუნტი

2013 წელი. გარეთ ბეილი – ტოტენჰემიდან რეალში – 86 მილიონი ფუნტი

 

2016 წელი. პოლ პოგბა – იუვენტუსიდან მანჩესტერში – 89 მილიონი ფუნტი

2017 წელი. ნეიმარი – ბარსელონადან პსჟ-ში – 198 მილიონი ფუნტი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები