LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპიძემ მოკლა შვილი და ქმარი იმის გამო, რომ ბერძენიშვილთან გაეგრძელებინა ურთიერთობა – პროკურორი

52

პროკურორის ინფორმაციით, ”მაგდა პაპიძემ ოთარ ბერძენიშვილთან სქესობრივი კავშირი დაამყარა და მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი იმის გამო მოკლა, რომ მასთან გაეგრძელებინა ურთიერთობა”. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ამის შესახებ პროკურორმა ელენე ჩხეიძემ ნაფიცი მსაჯულების წინაშე შესავალი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ელენე ჩხეიძემ აღნიშნა, რომ მაგდა პაპიძემ ოთარ ბერძენიშვილი ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობის დროს გაიცნო და მასთან არაერთხელ ჰქონდა სქესობრივი კავშირი.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, იმისთვის, რომ მაგდა პაპიძე დარჩენილიყო ოთარ ბერძენიშვილთან, მისგან დაორსულებაც სცადა, თუმცა არ გამოუვიდა, რის შემდეგაც გადაწყვიტა მეუღლის და მცირეწლოვანი შვილის მოკვლა, რადგან ბერძენიშვილს არ სურდა, რომ ქმარს გაშორებულ ქალთან ჰქონოდა ურთიერთობა.

პროკურორმა ასევე წარადგინა მაგდა პაპიძის დღიური, სადაც იმ ნივთების ჩამონათვალია გაკეთებული, რომელიც მას უნდა შეეძინა.

როგორც პროკურორმა შესავალ სიტყვაში აღნიშნა, აღნიშნული ჩანაწერებით მტკიცდება, რომ მაგდა პაპიაძეს მეუღლისა და შვილის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

პოპულალურები