LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალებულან

93

პარიზში მომხდარი თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალებულან, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით,საფრანგეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, შენარჩუნდეს სტაბილურობა და მშვიდობა.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ კიდევ აქტიურია ევროპის მასშტაბით. საფრანგეთი 2015 წლის შემდეგ არის საგანგებო სიტუაციის რეჟიმში და ძალიან ბევრმა ტერაქტმა შეიწირა უდანაშაულო მოსახლეობა. ჩვენ ვუსურვებთ მშვიდობას და სტაბილურობას საფრანგეთს, ჩვენს პარტნიორს და ძალიან მნიშვნელოვან მეგობარ ქვეყანას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში საფრანგეთის მთავრობასთან, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან ამ ტერაქტის შედეგად. ჩვენ ავამოქმედეთ ცხელი ხაზი და საკონსულო და საელჩო კომუნიკაციაში იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხელ ჯანელიძემ.

აღნიშნული კომენტარი მინისტრმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები