LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა ე.წ. ლარიზაციის საკანონმდებლო პაკეტი მიიღო

77

პარლამენტმა ე.წ. ლარიზაციის საკანონმდებლო პაკეტი მიიღო. მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებათა პაკეტით, 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. მთავრობის ინიციატივით, ონლაინ-სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი 100 % არ უნდა აღემატებოდეს.

ცვლილებები შევიდა რეკლამის შესახებ კანონშიც. კერძოდ, ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევისას, ასევე ქონების რეალიზაციის, მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირებისას ფასი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში უნდა განისაზღვროს.

ამ მუხლის დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი- 2000 ლარით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები